Translate

Thursday, June 15, 2017

ემა ვოტსონი

დაბ. თარიღიემა შარლოტ დიურე უოტსონი
15 აპრილი1990 (27 წლის)
პარიზისაფრანგეთი.
აქტიური2001-დღემდე
წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
2001ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვაHarry Potter and the Philosopher's Stoneჰერმიონ გრეინჯერი
2002ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახიHarry Potter and the Chamber of Secretsჰერმიონ გრეინჯერი
2004ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეHarry Potter and the Prisoner of Azkabanჰერმიონ გრეინჯერი
2005ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასიHarry Potter and the Goblet of Fireჰერმიონ გრეინჯერი
2007ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენიHarry Potter and the Order of the Phoenixჰერმიონ გრეინჯერი
2007ტფბალეტის ფეხსაცმელებიBallet Shoesპოლინ ფოსილი
2008ანფდესპეროს თავგადასავალიThe Tale of Despereauxპრინცესა პეა
2009ჰარი პოტერი და ნახევარპრინციHarry Potter and the Half-Blood Princeჰერმიონ გრეინჯერი
2010ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1Harry Potter and the Deathly Hallows – Part 1ჰერმიონ გრეინჯერი
2011ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 2Harry Potter and the Deathly Hallows – Part 2ჰერმიონ გრეინჯერი
2011ჩემი კვირა მერილინთანMy Week with Marilynლუსი
2012მარტოსულობის უპირატესობანიThe Perks of Being a Wallflowerსემი
2013ელიტური საზოგადოებაThe Bling Ringნიკი მური
2014ნოეNoahილა
ემა უოტსონი(Emma Charlotte Duerre Watson) 1990 წლის 15 აპრილს დაიბადა პარიზში. მისი ბრიტანული წარმომავლობის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ მაშინ, როცა მომავალი მსახიობი ხუთი წლის იყო და ის დედასთან და ძმასთან ერთად ოქსფორდში გადავიდა საცხოვრებლად.
მსახიობური ნიჭი პირველად გამოამჟღავნა მაშინ, როცა შვიდი წლის ასაკში პოეზიის კონკურსზე წაიკითხა ჯეიმს რივის ,,The Sea’’და გამარჯვებული გახდა.
ოქსფორდში უოტსონი დადიოდა ხელოვნების სკოლა ‘Stagecoach Theatre’-ში, სადაც ეუფლებოდა სიმღერას, ცეკვას და მსახიობობას და მონაწილეობას იღებდა სასკოლო სპექტაკლებში. სწორედ აქ შესთავაზეს მიეღო მონაწილეობა ქასთინგი ფილმისთვის, რომელმაც მთელი მისი მომავალი განსაზღვრა. 
ცხრა წლის ემამ რვაჯერ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ ტურში ჰერმიონ გრეინჯერის როლის მისაღებად და გაიმარჯვა კიდეც. წიგნების ავტორ, ჯ.კ. როულინგს, რომელიც ქასთინგს თვალს ადევნებდა, გოგონა თავიდანვე მოეწონა.
თერთმეტი წლის ემას კინოდებიუტი უზარმაზარი წარმატება იყო. პირველივე დღეს ფილმმა ყველა რეკორდი დაამსხვრია და შტატებში 33.3მილიონი დოლარი გამოიმუშავა. საერთო ჯამში მისი შემოსავალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 974 მილიონი იყო. ნომინირებული იყო სამ ოსკარზე და BAFTA Awards-ზე. უოტსონის შესრულებამ კრიტიკოსების შექება დაიმსახურა.

ფილმში უოტსონი მონაწილეობდა დენიელ რედკლიფთან და რუპერტ გრინტთან ერთად. ეს ‘’ოქროს ტრიოდ’’ წოდებული გუნდი სუპერპოპულარული გახდა, როცა 2001 წლის ნოემბერში გამოვიდა ‘პოტერიანას’ პირველი წიგნის_,,ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის’’ ეკრანიზაცია.


შემდგომი ათწლეულის განმავლობაში მსახიობი ‘ჰარი პოტერის’ დანარჩენი ნაწილების გადაღებით იყო დაკავებული, რომელთაგან ბოლო_’Harry Potter and the Deathly Hallows: Part 2’ 2011 წელს გამოვიდა და გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად.

იმის მიუხედავად, რომ უოტსონი ‘ჰარი პოტერით’ ძალიან იყო დაკავებული, იგი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ჰერმიონის როლით და ამის პარალელურად სხვა პროექტებშიც იღებდა მონაწილეობას. 2007 წელს მან ერთ-ერთი მთავარი როლი სატელევიზიო ფილმში ‘’ბალეტის ფეხსაცმელები’’; 2008-ში გაახმოვანა პრინცესა რეა ანიმაციურ ფილმში The Tale of Despereaux; 2011 წელს ითამაშა ფილმში ,,ერთი კვირა მერლინ მონროსთან ერთად’’; ხოლო 2012-ში The Perks of Being a Wallflower-ში შეასრულა მთავარი როლი(პრემიერა ჯერ არ ყოფილა).
  
როგორც იცით გამოსულია ჰარი პოტერის მერვე ნაწილი ,,ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი"
როგორც ამბობენ შეიძლება ფილმში სხვა მსახიობებმა ითამაშონ. ამის გამო მე ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვარ, რადგან ემა ვოტსონი ჩემი საყვარელი მსახიობია.