Translate

Wednesday, November 16, 2016

About leopards

       .ლეოპაედი უნივერსალური, ლამაზი, მოქნილი, სწრაფი და გამჭრიახი მტაცებელია. ინტერნეტში მოვაგროვე ზოგადი ცნობები და ინფორმაციები მის შესახებ:
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
გვარი: პანტერები
სახეობა: ჯიქი(ლეოპარდი)
ლათინური სახელი: Panthera Pardus

           არსებობს ქვე სახეობები: აფრიკული ჯიქი, ინდოჩინური ჯიქი, იავის ჯიქი, ინდური ჯიქი, ცეილონური ჯიქი, ჩრდილოჩინური ჯიქი, შორი აღმოსავლური ჯიქი, სპარსული ჯიქი, არაბული ჯიქი.
           ლეოპარდი (ჯიქი) დიდი კატების ყველაზე ფართოდ გავრველებული სახეობაა. მას კარგად აქვს განვითარებული გარემო პირობებთან ადაპტაციის უნარი. ლეოპარდი ერთ-ერთი მოხდენილი ცხოველია დიდ კატებს შორის. მისი სხეული ძალიან მოქნილია. ლეოპარდს ლამაზად შეფერილი, ხალებიანი ბეწვი აქვს. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალები მის ბეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია , როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. ასევე არსებობს შავი ლეოპარდი, რომელიც ცნობილია როგორც შავი პანთერა. მასაც ახასიათებს ხალებიანი საფარი, თუმცა ამ ხალების დანახვა ძალზე რთულია. შავი ლეოპარდი ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში, სადაც მუქი შეფერილობა მას საუკეთესო შენიღბვის შესაძლებლობას უქმნის. შავი ლეოპარდი მეტად აგრესიულია სხვა ლეოპარდებთან შედარებით.

ჯიქი

ჯიქი (ლეოპარდი) (Panthera pardus) — მტაცებელი ძუძუმმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი. სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა — 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ. ჯიქი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია. წარსულში ის ფართოდ იყო გავრცელებული აფრიკასა  და აზიაში, ამჟამად კი მთელ დედამიწაზე 40-50 ჯიქი ბინადრობს. საქართველოში ერთადერთი ჯიქი ვაშლოვანი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შენიშნეს. იგი წითელ ნუსხაში გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მდგომ კატეგორიაშია შესული.

ჯიქის კვება

ჯიქი ძირითადად იკვებება ანტილოპებით, ირმებით, შველით და ფაუნის სხვა წარმომადგენლებით. შიმშილის დროს საკვებად შეიძლება გამოიყენოს მღრღნელები, მაიმუნები, ჩიტები და ა.შ. იშვიათად ესხმის თავს შინაურ ცხოველებს (ცხვრებს და ცხენებს). ასევე იტაცებს ძაღლებს, თავს ესხმის მგლებს და მელიებს. ის სხვა მტაცებლებს პარავს საჭმელს, მათ შორის ჯიქებსაც. 

გამრავლება

ბინადრობის სამხრეთ რაიონებში ლეოპარდები მრავლდებიან მთელი წლის განმავლობაში. შორეულ აღმოსავლეთში ესტრუსი ხდება შემოდგომის ბოლოს-ზამთრის დასაწყისში. ისევე, როგორც სხვა კატებში, მას თან ახლავს მამლების ჩხუბი და ხმამაღალი ღრიალი, თუმცა ჩვეულებრივ დროს ლეოპარდი იშვიათად იღებს ხმას, არის რა უფრო ჩუმი, ვიდრე ლომი და ვეფხვი.
3-თვიანი ორსულობის შემდეგ ჩნდება 1-2, იშვიათად 3 ბრმა პატარა. საწოლად მათ ადგებათ გამოქვაბულები, ნაპრალები, ორმოები ხეების ამობრუნებული ფესვების ქვეშ, ყრუ, განმარტოებულ ადგილას. ახალგაზრდა ლეოპარდები იზრდებიან შესამჩნევად უფრო სწრაფად ვიდრე პატარა ვეფხვები და უკვე 2,5 წლის შემდეგ სრულ სიმაღლეს და სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ, ამასთან დედლები უფრო ადრე, ვიდრე მამლები.

გარეგნული სახე

მსხვილი კატა, მაგრამ სიდიდით ვეფხვზე და ლომზე გაცილებით მცირეა, სხეული ამოწეული, კუნთებიანი, გვერდებიდან ოდნავ მოჭერილი, მსუბუქი და გამართული, ძალიან დრეკადი, გრძელი კუდით (მისი სიგრძე ტანის მთელი სიგრძის ნახევარზე მეტს შეადგენს). თათები შედარებით მოკლე, მაგრამ ძლიერი. წინა თათები მძლავრი და ფართო აქვს. თავი შედარებით მცირე, მომრგვალებული. შუბლი გამოშვერილი. თავის სახის ნაწილები ზომიერად გამოწეული. ყურები დიდი არ აქვს, მომრგვალებული, ფართოდ დაყენებული.
თვალები პატარა, გუგა მრგვალი. ფაფარი ან გრძელი თმა კისრის ზედა ნაწილზე და ლოყებზე (ბაკები) არ აქვს. ვიბრისები წარმოდგენილია თეთრი და ნახევრად შავი ნახევრად თეთრი თმით, სიგრძით 110 მმ.
ლეოპარდების ზომები და მასა დამოკიდებულია ბინადრობის გეოგრაფიულ ოლქებზე და ძლიერ ყალიბდებიან. ის ცხოველები, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ ჩვეულებრივ უფრო პატარა და მსუბუქნი არიან, ღია მონაკვეთებზე მცხოვრებნი კი პირიქით, უფრო მსხვილები ვიდრე თავისი ტყის ძმები, მაგრამ საშუალოდ მამლები დედლებზე სამჯერ უფრო მსხვილები არიან.

ეტიმოლოგია და სახელწოდება 


თანამედროვე სახეობრივი სახელწოდება პანტჰერა პრადუს წარმოშობილია ლათინური ენიდან ბერძნულის გავლით პანტჰერ. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ სავარაუდოდ წარმოიშვა სიტყვიდან “პან” “წონა”) და “ცხოველი”). მაგრამ უფრო სავარუდოა, რომ ისინი წარმოშობილნი არიან ინდო-ირანული სიტყვიდან “პანდარაბ“, რომელიც ნიშნავს, თეთრ-ყვითელი, ფერმკრთალი”, რომელიც შემდეგ ნასესხები იქნა ბერძნულ ენაში.
სახეობის სახელწოდება “ბარსი” მოდის სიტყვიდან პრასსუნ, რომელიც აღნიშნავს ლეოპარდს ხატის (აფხაზური და ადიღური ენების შესაძლო წინაპარის) ენაზე; ის არსებობს რუსულ ხალხურ და ლიტერატურულ ენაში თითქმის XVI საუკუნემდე და თავიდანვე სახელწოდება მიეკუთვნებოდა კავკასიურ ჯიქებს, ე.ი. სწორედ პანტჰერა პრადუს. რუსულ მოსახლეობას შორის ის გავრცელებულია მთელს კავკასიაში. კავკასიის ნაკრძალის ტერიტორიაზე XIX საუკუნის ბოლოს მონადირეებს შორის გამოჩნდა სიტყვა “პანთერ”, რომელიც წარმოიშვა პეტერბურგის სათავადო ნადირობების დროს. სახელწოდებას “ჯიქი” ასევე იყენებდნენ XVIII, XIX საუკუნეების და XX საუკუნის რუსული ზოოლოგიის კლასიკოსები.

ქვესახეობები

No comments:

Post a Comment