სამეფო: | ცხოველები |
ტიპი: | ქორდიანები |
კლასი: | ძუძუმწოვრები |
რიგი: | მტაცებლები |
ოჯახი: | დათვისებრნი |
გვარი: | Ailuropoda |
სახეობა: | ბამბუკის დათვი |
ახალშობილი პანდა
ახალშობიკლი პანდა არის ბრმა,უბეწვო დაიწონის 500 გრამზე ნაკლებს.დედა პანდას ის სულ ხე4ლში ყავს და შეუჩერებლად აქანავებს.ახალშობილი დედის რძით იკვებება და მალე იზრდება.ერთ თვეში მისი ბეწვის საფარი საგრძნობლად გაზრდილია და უკვე ემჩნევას შავი ლაქები,ორ კვირასში კი თვალებს ახელს.
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გიგანტური პანდების რიცხვი ბუნებაში კლებულობს, აღიარეს, რომ ეს ჯიში გადაშენების ზღვარზე იყო. ადრე პანდებზე ნადირობდნენ კიდეც. ამჯერად, მათი გადაშენების ძირითადი მიზეზი პანდების საბინადრო ტყეების უმოწყალოდ გაჩეხვაში მდგომარეობდა. მათ ადგილას შენდება დიდი ცივილიზებული ქალაქები და რაიონები. პანდა არის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სიმბოლო, რამაც მას ერთგვარი რეკლამა გაუკეთა, რის შედეგადაც ჩინეთის მთავრობამ სერიოზული ღონისძიებები გაატარა მათ დასაცავად.
2015 წლის მარტის მონაცემებით, ბამბუკის დათვის პოპულაცია 268 ინდივიდით, ანუ 16.8%-ით გაიზარდა, საბოლოო ჯამში კი — მათი რაოდენობა 1 864-ს შეადგენდა. 2016 წლის 4 სექტემბერს, IUNS-მ, აღნიშნული სახეობა გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღო.
გიგანტური პანდა მიეკუთვნება მცენარეჭამია ცხოველებს. მისი საყვარელი საჭმელია ბამბუკის ფოთლები, ასევე, ტოტები, ყლორტები და ფესვები. პანდა იკვებება ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ტოტების მოტეხაში კი მისი განსაკუთრებული ცერა ეხმარება. გიგანტური პანდების უმრავლესობა, დაახლოებით, 16 საათს კვებას უთმობს. მას დიდი რაოდენობით საკვები სჭირდება დასანაყრებლად. მოზრდილ პანდას დღეში 10-20 კოლოგრამი ბამბუკი სჭირდება, ზოგჯერ მეტიც. თუ სხვა ცხოველი მიღებული საკვების 80 პროცენტს ინელებს, პანდა ინელებს მხოლოდ 17 პროცენტს.
პანდა ბინადრობს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მთებში მდებარე ცივ, ნესტიან ტყეებში (აღმოსავლეთი ტიბრტი, სიჩუანი, იუნანი), 1200-4000 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი. ბამბუკის ტყეები აქ 30000 კვ. კმ.-ზეა გადაჭიმული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პანდებს დაკავებული აქვთ მხოლოდ 6000 კვ. კმ. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში, ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ. გიგანტური პანდა აქტივობას ღამით გამოხატავს. მთელ დღეს ისინი ძილში ატარებენ. ამისათვის პანდა ადგილს ირჩევს ან კლდის მიყრუებულ ადგილას, ან ხის ფუღუროში. შებინდებისას იგი იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.
პანდა ასევე პოპულარულია მულტფილმებში მაგალითად კუნგ ფუ პანდა. კუნგ ფუ პანდა ძალიან საინტერესოა და გირჩევთ უყუროთ მას ბევრი სერია აქვს.

No comments:
Post a Comment