Translate

Wednesday, December 14, 2016

About dogs


მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:ცხოველები
ტიპი:ქორდიანები
კლასი:ძუძუმწოვრები
რიგი:მტაცებლები
ოჯახი:ძაღლისებრნი
გვარი:ძაღლი
სახეობა:რუხი მგელი
ქვესახეობა:შინაური ძაღლი
   ძაღლი არის ადამიანის საუკეთესო ცხოველი. მისი მრავალი ჯიში არსებობს მაგალითად: ბოო, ჰასკი, ლაბრადორი და სხვა. ყველა ძაღლი ერთგულია ,მათზე ბევრი ფილმია გადაღებული  და ბევრი მოთხრობაა დაწერილა. მე ძალიან მიყვარს ფილმი ,,ჰაჩიკო" ეს ფილმი არის ერთგულ ძაღლზე, ეს ფილმი ნამდვილად აგიჩუყებთ გულს  და ძაღლის ყიდვის სურვილს გაგიჩენთ. 
      ლაბრადორი
        ჰასკი                                                                      
 ბოო

   ძაღლს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა მაგალითად: ბოოსთვის საწოლიდან, სკამიდანდა სხვა სიმაღლეებიდან გადმოხტომა ძვლებს უზიანებს. ძაღლებს ასევე უნდა დილით და საღამოს ეზოში გასეირნება, მაგრამ არის ძაღლი York-ი რომელსაც არ სჭირდება გასეირნება.
                     Dog  York

       
         მართალია, ძაღლებს ადამიანის მსგავსი მხედველობა არ აქვთ, თუმცა ისინი არჩევენ როგორც შავ, ნაცრისფერ და თეთრი ფერს, ასევე ყვითელს, ლურჯსა და იასამნის ფერებს.
ძაღლებს შეუძლიათ სუნის 100 ათასჯერ კარგად აღქმა, ვიდრე ადამიანებს, ასევე არა მარტო ძაღლების, არამედ კატების ცხვირის ანაბეჭდიც განუმეორებელია, ისევე როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. დააკვირდით ახლოდან ძაღლის ცხვირს, პატარა წვრილი ხაზებია განაწილებული მათ პატარა ცხვირზე.
         ერთ დღეს ძაღლის მფლობელმა იეჭვა, რომ მისი მოპსი იმავე ჯიშის შინაურ ბინადარს ცნობდა. პატრონის აზრით, ცხოველი ძალიან ბედნიერი იყო და სიხარულით ეთამაშებოდა ძაღლს, რომელიც მას ჰგავდა. მე მჯერა, რომ ეს სიმართლეა. ჩემი აზრით, ძაღლმა იმავე ჯიშის შინაური ბინადარი არა მხოლოდ გარეგნობით მიამსგავსა საკუთარ თავს, არამედ აღმოაჩინა ჯიშისთვის განსაკუთრებული ისეთი თავისებურებანი, რაც თავად ახასიათებს.
                                                                           ძაღლები


          ზოგი ძაღლი არის ავი. ავი ძაღლი საშიშია,  რადგან მან შეიზლება გიკბინოს, დაგკაწროს და ასაცრელი გახდები წყნარი ძაღლები ანუ ძაღლები რპმლებიც არ არიან ავები ისინი არ კბენენ პატრონს, მაგრამ შეიძლება შემთხვევით დაგჩხაპნონ. 
           ავი ძაღლი შეიძლება  ქუჩაში შეგხვდნენ და ამ დროს არ უნდა გაიქცე, ყურადღება არ უნდა მიაქციო და რამდენადაც შეძლებ გვერდი აუარო, თორემ ის გამოგეკიდება. თუ გვერდს ვერ აუვლი რამე ნივთი მიეცი და ის მას უკბენს, მერე კი ძლიერად ფეხი ცხვირში ამოარტყი და ძაღლი მიხვდდება ვინ არის უფრო ძლიერი და თავს  დაგანებებს. ვიცი რომ ეს მეთოდი სასტიკია მაგრამ ესე გადაარჩენთ თავს, მაგრამ არის  ყველაზე  უსაფრთხო  მეთოდიც ნელა ამოიღოთ ტელეფონი და პოლიციას დაურეკო, რადგან ისინი ძაღლმჭერს მოიყვანენ და კბენას ან  სხვაგვარ დაშავბებას გადაურჩებით. მაგალითად მე თუ ამგვარ სიტუაციაში აღმოვჩნდები მესამე ხერხს მივმართავ, რადგან მეორე ხერხი საშიშია და შეიძლება დაშავდე.










No comments:

Post a Comment