Translate

Wednesday, December 14, 2016

About dogs


მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:ცხოველები
ტიპი:ქორდიანები
კლასი:ძუძუმწოვრები
რიგი:მტაცებლები
ოჯახი:ძაღლისებრნი
გვარი:ძაღლი
სახეობა:რუხი მგელი
ქვესახეობა:შინაური ძაღლი
   ძაღლი არის ადამიანის საუკეთესო ცხოველი. მისი მრავალი ჯიში არსებობს მაგალითად: ბოო, ჰასკი, ლაბრადორი და სხვა. ყველა ძაღლი ერთგულია ,მათზე ბევრი ფილმია გადაღებული  და ბევრი მოთხრობაა დაწერილა. მე ძალიან მიყვარს ფილმი ,,ჰაჩიკო" ეს ფილმი არის ერთგულ ძაღლზე, ეს ფილმი ნამდვილად აგიჩუყებთ გულს  და ძაღლის ყიდვის სურვილს გაგიჩენთ. 
      ლაბრადორი
        ჰასკი                                                                      
 ბოო

   ძაღლს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა მაგალითად: ბოოსთვის საწოლიდან, სკამიდანდა სხვა სიმაღლეებიდან გადმოხტომა ძვლებს უზიანებს. ძაღლებს ასევე უნდა დილით და საღამოს ეზოში გასეირნება, მაგრამ არის ძაღლი York-ი რომელსაც არ სჭირდება გასეირნება.
                     Dog  York

       
         მართალია, ძაღლებს ადამიანის მსგავსი მხედველობა არ აქვთ, თუმცა ისინი არჩევენ როგორც შავ, ნაცრისფერ და თეთრი ფერს, ასევე ყვითელს, ლურჯსა და იასამნის ფერებს.
ძაღლებს შეუძლიათ სუნის 100 ათასჯერ კარგად აღქმა, ვიდრე ადამიანებს, ასევე არა მარტო ძაღლების, არამედ კატების ცხვირის ანაბეჭდიც განუმეორებელია, ისევე როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. დააკვირდით ახლოდან ძაღლის ცხვირს, პატარა წვრილი ხაზებია განაწილებული მათ პატარა ცხვირზე.
         ერთ დღეს ძაღლის მფლობელმა იეჭვა, რომ მისი მოპსი იმავე ჯიშის შინაურ ბინადარს ცნობდა. პატრონის აზრით, ცხოველი ძალიან ბედნიერი იყო და სიხარულით ეთამაშებოდა ძაღლს, რომელიც მას ჰგავდა. მე მჯერა, რომ ეს სიმართლეა. ჩემი აზრით, ძაღლმა იმავე ჯიშის შინაური ბინადარი არა მხოლოდ გარეგნობით მიამსგავსა საკუთარ თავს, არამედ აღმოაჩინა ჯიშისთვის განსაკუთრებული ისეთი თავისებურებანი, რაც თავად ახასიათებს.
                                                                           ძაღლები


          ზოგი ძაღლი არის ავი. ავი ძაღლი საშიშია,  რადგან მან შეიზლება გიკბინოს, დაგკაწროს და ასაცრელი გახდები წყნარი ძაღლები ანუ ძაღლები რპმლებიც არ არიან ავები ისინი არ კბენენ პატრონს, მაგრამ შეიძლება შემთხვევით დაგჩხაპნონ. 
           ავი ძაღლი შეიძლება  ქუჩაში შეგხვდნენ და ამ დროს არ უნდა გაიქცე, ყურადღება არ უნდა მიაქციო და რამდენადაც შეძლებ გვერდი აუარო, თორემ ის გამოგეკიდება. თუ გვერდს ვერ აუვლი რამე ნივთი მიეცი და ის მას უკბენს, მერე კი ძლიერად ფეხი ცხვირში ამოარტყი და ძაღლი მიხვდდება ვინ არის უფრო ძლიერი და თავს  დაგანებებს. ვიცი რომ ეს მეთოდი სასტიკია მაგრამ ესე გადაარჩენთ თავს, მაგრამ არის  ყველაზე  უსაფრთხო  მეთოდიც ნელა ამოიღოთ ტელეფონი და პოლიციას დაურეკო, რადგან ისინი ძაღლმჭერს მოიყვანენ და კბენას ან  სხვაგვარ დაშავბებას გადაურჩებით. მაგალითად მე თუ ამგვარ სიტუაციაში აღმოვჩნდები მესამე ხერხს მივმართავ, რადგან მეორე ხერხი საშიშია და შეიძლება დაშავდე.










Wednesday, December 7, 2016

About panda

სამეფო:ცხოველები
ტიპი:ქორდიანები
კლასი:ძუძუმწოვრები
რიგი:მტაცებლები
ოჯახი:დათვისებრნი
გვარი:Ailuropoda
სახეობა:ბამბუკის დათვი


ახალშობილი პანდა
ახალშობიკლი პანდა არის ბრმა,უბეწვო დაიწონის 500 გრამზე ნაკლებს.დედა პანდას ის სულ ხე4ლში ყავს და შეუჩერებლად აქანავებს.ახალშობილი დედის რძით იკვებება და მალე იზრდება.ერთ თვეში მისი ბეწვის საფარი საგრძნობლად გაზრდილია და უკვე ემჩნევას შავი ლაქები,ორ კვირასში კი თვალებს ახელს.

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გიგანტური პანდების რიცხვი ბუნებაში კლებულობს, აღიარეს, რომ ეს ჯიში გადაშენების ზღვარზე იყო. ადრე პანდებზე ნადირობდნენ კიდეც. ამჯერად, მათი გადაშენების ძირითადი მიზეზი პანდების საბინადრო ტყეების უმოწყალოდ გაჩეხვაში მდგომარეობდა. მათ ადგილას შენდება დიდი ცივილიზებული ქალაქები და რაიონები. პანდა არის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სიმბოლო, რამაც მას ერთგვარი რეკლამა გაუკეთა, რის შედეგადაც ჩინეთის მთავრობამ სერიოზული ღონისძიებები გაატარა მათ დასაცავად.
2015 წლის მარტის მონაცემებით, ბამბუკის დათვის პოპულაცია 268 ინდივიდით, ანუ 16.8%-ით გაიზარდა, საბოლოო ჯამში კი — მათი რაოდენობა 1 864-ს შეადგენდა. 2016 წლის 4 სექტემბერს, IUNS-მ, აღნიშნული სახეობა გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღო.
გიგანტური პანდა მიეკუთვნება მცენარეჭამია ცხოველებს. მისი საყვარელი საჭმელია ბამბუკის ფოთლები, ასევე, ტოტები, ყლორტები და ფესვები. პანდა იკვებება ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ტოტების მოტეხაში კი მისი განსაკუთრებული ცერა ეხმარება. გიგანტური პანდების უმრავლესობა, დაახლოებით, 16 საათს კვებას უთმობს. მას დიდი რაოდენობით საკვები სჭირდება დასანაყრებლად. მოზრდილ პანდას დღეში 10-20 კოლოგრამი ბამბუკი სჭირდება, ზოგჯერ მეტიც. თუ სხვა ცხოველი მიღებული საკვების 80 პროცენტს ინელებს, პანდა ინელებს მხოლოდ 17 პროცენტს.
პანდა ბინადრობს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მთებში მდებარე ცივ, ნესტიან ტყეებში (აღმოსავლეთი ტიბრტი, სიჩუანი, იუნანი), 1200-4000 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი. ბამბუკის ტყეები აქ 30000 კვ. კმ.-ზეა გადაჭიმული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პანდებს დაკავებული აქვთ მხოლოდ 6000 კვ. კმ. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში, ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ. გიგანტური პანდა აქტივობას ღამით გამოხატავს. მთელ დღეს ისინი ძილში ატარებენ. ამისათვის პანდა ადგილს ირჩევს ან კლდის მიყრუებულ ადგილას, ან ხის ფუღუროში. შებინდებისას იგი იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.
პანდა ასევე პოპულარულია მულტფილმებში მაგალითად კუნგ ფუ პანდა. კუნგ ფუ პანდა ძალიან საინტერესოა და გირჩევთ უყუროთ მას ბევრი სერია აქვს.