სხვა
ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით ვეშაპისნაირები მთელ ცხოვრებას წყალში ატარებენ.წყალში
ცხოვრებასთან დაკავშირებით მათი გარეგანი აგებულება სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებულია:
მათ არ გააჩნიათ გარეთა ყურის ნიჟარები და უკანა კიდურები. მათი სხეული სოლისებრი ფორმისაა
და მთავრდება ჰორიზონტალური კუდის ფარფლებით. ვეშაპები იყოფიან ორ ჯგუფად, ნაწილს კბილები
აქვს ნაწილი უკბილოა. მათ არ გააჩნიათ ყნოსვისა და გემოვნების ორგანოები, ცუდად აქვთ
განვითარებული მხედველობა. სამაგიეროდ განუვითარდათ სმენა. მიუხედავად იმისა, რომ არ
გააჩნიათ გარეთა ყურის ნიჟარა, ვეშაპებს საოცრად კარგი სმენა აქვთ.
ვეშაპის
გული ავტომანქანის ხელაა და იწონის 600-700 კგ-ს, ვეშაპის სისხლძარღვებში მოძრაობს
8 ათასი ლიტრი სისხლი. ამასთან ყველა ცოცხალ ორგანიზმებს შორის ლურჯ ვეშაპს
შეუძლია ყველაზე ხმამაღალი ბგერის
წარმოქმნა - სხვა ვეშაპებს შეუძლიათ ამ ბგერის აღქმა 16000კმ დაშორებითაც კი.
როგორ ესმით ვეშაპებს?
ვინაიდან
ვეშაპებს არ გააჩნიათ გარეთა ყური, მათ ესმით ქვედა ყბით, რომლიდანაც ბგერა გადაეცემა
შუა და შიგნითა ყურს.
ვეშაპის "თითის ანაბეჭდი"
ისევე
როგორც ყველა ადამიანს გააჩნია უნიკალური და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თითის
ანაბეჭდი, ასევე ვეშაპებსაც გააჩნიათ თავიანთი
,,,თითის ანაბეჭდი". ოღონდ ამ შემთხვევაში ,,თითის ანაბეჭდის" როლს მათი
კუდი, კერძოდ კი, კუდის ფარფლები ასრულებს. ყველა ვეშაპს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი
ფორმისა და ნაწიბურების მქონე კუდის ფარფლები გააჩნიათ, რითიც მათი ამოცნობა ადვილია.
როგორ იკვებებიან ვეშაპები?
მთელი
წლის განმაცვლობაში ვეშაპები მხოლოდ 4 თვე იკვებებიან, 8 თვის განმავლობაში ისინი საკვებს
არ მოიპოვებენ. თუმცა ამ ოთხი თვის განმავლობაში დღეში საშუალოდ სამტონა
საკვებს მიირთმევენ. მათი საკვებ რაციონს ძირითადად შეადგენს წყალმცენარეები და წვრილი კიბოსნაირები, ასევე პატარა თევზები.როგორ სძინავთ ვეშაპებს?
გასაოცარია
მაგრამ ვეშაპი შეიძლება ძილის დროს შეიძლება დაიხრჩოს და ჩაიძიროს. ვეშაპები ჰაერით
სუნთქავენ, თუმცა მათ შეუძლიათ 2 საათი ჟანგბადის გარეშე გაძლონ. ძილის დროს ვეშაპები
წყლის ზედაპირთან ახლოს იმყოფებიან, კუდის მოქნევის დროს ამოტივტივდებიან ჩაისუნთქავენ
და ისევ აგრძელებენ ძილს. განსაკუთრებულად სძინავთ რუხ ვეშაპებს, რომლებიც ძილის დროს
ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფებიან წყალში.
ვეშაპები
ძირითადად მარტოსული არსებები არიან, თუმცა ერთიანდებიან ჯგუფებად კვების დროს. განსხვავებულია
რუხი ვეშაპები, რომელთაც ახასიათებს დიდი ჯგუფებად გაერთიანება და ცხოვრება.
ყველაფერი გადმოკოპირებულ!
ReplyDeleteბუნების რიდერს მახსენებს! ))))))))))))))
ReplyDelete