Translate

Thursday, June 15, 2017

ემა ვოტსონი

დაბ. თარიღიემა შარლოტ დიურე უოტსონი
15 აპრილი1990 (27 წლის)
პარიზისაფრანგეთი.
აქტიური2001-დღემდე
წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
2001ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვაHarry Potter and the Philosopher's Stoneჰერმიონ გრეინჯერი
2002ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახიHarry Potter and the Chamber of Secretsჰერმიონ გრეინჯერი
2004ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეHarry Potter and the Prisoner of Azkabanჰერმიონ გრეინჯერი
2005ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასიHarry Potter and the Goblet of Fireჰერმიონ გრეინჯერი
2007ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენიHarry Potter and the Order of the Phoenixჰერმიონ გრეინჯერი
2007ტფბალეტის ფეხსაცმელებიBallet Shoesპოლინ ფოსილი
2008ანფდესპეროს თავგადასავალიThe Tale of Despereauxპრინცესა პეა
2009ჰარი პოტერი და ნახევარპრინციHarry Potter and the Half-Blood Princeჰერმიონ გრეინჯერი
2010ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1Harry Potter and the Deathly Hallows – Part 1ჰერმიონ გრეინჯერი
2011ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 2Harry Potter and the Deathly Hallows – Part 2ჰერმიონ გრეინჯერი
2011ჩემი კვირა მერილინთანMy Week with Marilynლუსი
2012მარტოსულობის უპირატესობანიThe Perks of Being a Wallflowerსემი
2013ელიტური საზოგადოებაThe Bling Ringნიკი მური
2014ნოეNoahილა
ემა უოტსონი(Emma Charlotte Duerre Watson) 1990 წლის 15 აპრილს დაიბადა პარიზში. მისი ბრიტანული წარმომავლობის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ მაშინ, როცა მომავალი მსახიობი ხუთი წლის იყო და ის დედასთან და ძმასთან ერთად ოქსფორდში გადავიდა საცხოვრებლად.
მსახიობური ნიჭი პირველად გამოამჟღავნა მაშინ, როცა შვიდი წლის ასაკში პოეზიის კონკურსზე წაიკითხა ჯეიმს რივის ,,The Sea’’და გამარჯვებული გახდა.
ოქსფორდში უოტსონი დადიოდა ხელოვნების სკოლა ‘Stagecoach Theatre’-ში, სადაც ეუფლებოდა სიმღერას, ცეკვას და მსახიობობას და მონაწილეობას იღებდა სასკოლო სპექტაკლებში. სწორედ აქ შესთავაზეს მიეღო მონაწილეობა ქასთინგი ფილმისთვის, რომელმაც მთელი მისი მომავალი განსაზღვრა. 
ცხრა წლის ემამ რვაჯერ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ ტურში ჰერმიონ გრეინჯერის როლის მისაღებად და გაიმარჯვა კიდეც. წიგნების ავტორ, ჯ.კ. როულინგს, რომელიც ქასთინგს თვალს ადევნებდა, გოგონა თავიდანვე მოეწონა.
თერთმეტი წლის ემას კინოდებიუტი უზარმაზარი წარმატება იყო. პირველივე დღეს ფილმმა ყველა რეკორდი დაამსხვრია და შტატებში 33.3მილიონი დოლარი გამოიმუშავა. საერთო ჯამში მისი შემოსავალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 974 მილიონი იყო. ნომინირებული იყო სამ ოსკარზე და BAFTA Awards-ზე. უოტსონის შესრულებამ კრიტიკოსების შექება დაიმსახურა.

ფილმში უოტსონი მონაწილეობდა დენიელ რედკლიფთან და რუპერტ გრინტთან ერთად. ეს ‘’ოქროს ტრიოდ’’ წოდებული გუნდი სუპერპოპულარული გახდა, როცა 2001 წლის ნოემბერში გამოვიდა ‘პოტერიანას’ პირველი წიგნის_,,ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის’’ ეკრანიზაცია.


შემდგომი ათწლეულის განმავლობაში მსახიობი ‘ჰარი პოტერის’ დანარჩენი ნაწილების გადაღებით იყო დაკავებული, რომელთაგან ბოლო_’Harry Potter and the Deathly Hallows: Part 2’ 2011 წელს გამოვიდა და გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად.

იმის მიუხედავად, რომ უოტსონი ‘ჰარი პოტერით’ ძალიან იყო დაკავებული, იგი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ჰერმიონის როლით და ამის პარალელურად სხვა პროექტებშიც იღებდა მონაწილეობას. 2007 წელს მან ერთ-ერთი მთავარი როლი სატელევიზიო ფილმში ‘’ბალეტის ფეხსაცმელები’’; 2008-ში გაახმოვანა პრინცესა რეა ანიმაციურ ფილმში The Tale of Despereaux; 2011 წელს ითამაშა ფილმში ,,ერთი კვირა მერლინ მონროსთან ერთად’’; ხოლო 2012-ში The Perks of Being a Wallflower-ში შეასრულა მთავარი როლი(პრემიერა ჯერ არ ყოფილა).
  
როგორც იცით გამოსულია ჰარი პოტერის მერვე ნაწილი ,,ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი"
როგორც ამბობენ შეიძლება ფილმში სხვა მსახიობებმა ითამაშონ. ამის გამო მე ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვარ, რადგან ემა ვოტსონი ჩემი საყვარელი მსახიობია.
 




Thursday, February 2, 2017

ვეშაპები

ვეშაპები


   სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით ვეშაპისნაირები მთელ ცხოვრებას წყალში ატარებენ.წყალში ცხოვრებასთან დაკავშირებით მათი გარეგანი აგებულება სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებულია: მათ არ გააჩნიათ გარეთა ყურის ნიჟარები და უკანა კიდურები. მათი სხეული სოლისებრი ფორმისაა და მთავრდება ჰორიზონტალური კუდის ფარფლებით. ვეშაპები იყოფიან ორ ჯგუფად, ნაწილს კბილები აქვს ნაწილი უკბილოა. მათ არ გააჩნიათ ყნოსვისა და გემოვნების ორგანოები, ცუდად აქვთ განვითარებული მხედველობა. სამაგიეროდ განუვითარდათ სმენა. მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნიათ გარეთა ყურის ნიჟარა, ვეშაპებს საოცრად კარგი სმენა აქვთ.

                                       ვეშაპები - ყველაზე დიდი ცხოველები დედამიწაზე
     საშუალოდ ვეშაპის სიგრძე შეადგენს 22-27 მეტრს, ამასთან ყველაზე დიდები მამრი ვეშაპები არიან. ყველაზე დიდი ვეშაპი 1926 წელს დაიჭირეს: მისი სიგრძე შეადგენდა 33 მეტრს, ხოლო იწონიდა დაახლოებით 150 ტონას. 
     ვეშაპის გული ავტომანქანის ხელაა და იწონის 600-700 კგ-ს, ვეშაპის სისხლძარღვებში მოძრაობს 8 ათასი ლიტრი სისხლი. ამასთან ყველა ცოცხალ ორგანიზმებს შორის ლურჯ ვეშაპს შეუძლია  ყველაზე ხმამაღალი ბგერის წარმოქმნა - სხვა ვეშაპებს შეუძლიათ ამ ბგერის აღქმა 16000კმ დაშორებითაც კი. 
          
                                                 როგორ ესმით ვეშაპებს?
ვინაიდან ვეშაპებს არ გააჩნიათ გარეთა ყური, მათ ესმით ქვედა ყბით, რომლიდანაც ბგერა გადაეცემა შუა და შიგნითა ყურს.

                                                         ვეშაპის "თითის ანაბეჭდი"
ისევე როგორც ყველა ადამიანს გააჩნია უნიკალური და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თითის ანაბეჭდი, ასევე ვეშაპებსაც გააჩნიათ  თავიანთი ,,,თითის ანაბეჭდი". ოღონდ ამ შემთხვევაში ,,თითის ანაბეჭდის" როლს მათი კუდი, კერძოდ კი, კუდის ფარფლები ასრულებს. ყველა ვეშაპს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფორმისა და ნაწიბურების მქონე კუდის ფარფლები გააჩნიათ, რითიც მათი ამოცნობა ადვილია.
      
                                              როგორ იკვებებიან ვეშაპები?
მთელი წლის განმაცვლობაში ვეშაპები მხოლოდ 4 თვე იკვებებიან, 8 თვის განმავლობაში ისინი საკვებს არ მოიპოვებენ. თუმცა ამ ოთხი თვის განმავლობაში დღეში საშუალოდ სამტონა საკვებს მიირთმევენ. მათი საკვებ რაციონს ძირითადად შეადგენს წყალმცენარეები და  წვრილი კიბოსნაირები, ასევე პატარა თევზები.
          
                                                   როგორ სძინავთ ვეშაპებს?
გასაოცარია მაგრამ ვეშაპი შეიძლება ძილის დროს შეიძლება დაიხრჩოს და ჩაიძიროს. ვეშაპები ჰაერით სუნთქავენ, თუმცა მათ შეუძლიათ 2 საათი ჟანგბადის გარეშე გაძლონ. ძილის დროს ვეშაპები წყლის ზედაპირთან ახლოს იმყოფებიან, კუდის მოქნევის დროს ამოტივტივდებიან ჩაისუნთქავენ და ისევ აგრძელებენ ძილს. განსაკუთრებულად სძინავთ რუხ ვეშაპებს, რომლებიც ძილის დროს ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფებიან წყალში.
ვეშაპები ძირითადად მარტოსული არსებები არიან, თუმცა ერთიანდებიან ჯგუფებად კვების დროს. განსხვავებულია რუხი ვეშაპები, რომელთაც ახასიათებს დიდი ჯგუფებად გაერთიანება და ცხოვრება. 

Wednesday, December 14, 2016

About dogs


მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:ცხოველები
ტიპი:ქორდიანები
კლასი:ძუძუმწოვრები
რიგი:მტაცებლები
ოჯახი:ძაღლისებრნი
გვარი:ძაღლი
სახეობა:რუხი მგელი
ქვესახეობა:შინაური ძაღლი
   ძაღლი არის ადამიანის საუკეთესო ცხოველი. მისი მრავალი ჯიში არსებობს მაგალითად: ბოო, ჰასკი, ლაბრადორი და სხვა. ყველა ძაღლი ერთგულია ,მათზე ბევრი ფილმია გადაღებული  და ბევრი მოთხრობაა დაწერილა. მე ძალიან მიყვარს ფილმი ,,ჰაჩიკო" ეს ფილმი არის ერთგულ ძაღლზე, ეს ფილმი ნამდვილად აგიჩუყებთ გულს  და ძაღლის ყიდვის სურვილს გაგიჩენთ. 
      ლაბრადორი
        ჰასკი                                                                      
 ბოო

   ძაღლს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა მაგალითად: ბოოსთვის საწოლიდან, სკამიდანდა სხვა სიმაღლეებიდან გადმოხტომა ძვლებს უზიანებს. ძაღლებს ასევე უნდა დილით და საღამოს ეზოში გასეირნება, მაგრამ არის ძაღლი York-ი რომელსაც არ სჭირდება გასეირნება.
                     Dog  York

       
         მართალია, ძაღლებს ადამიანის მსგავსი მხედველობა არ აქვთ, თუმცა ისინი არჩევენ როგორც შავ, ნაცრისფერ და თეთრი ფერს, ასევე ყვითელს, ლურჯსა და იასამნის ფერებს.
ძაღლებს შეუძლიათ სუნის 100 ათასჯერ კარგად აღქმა, ვიდრე ადამიანებს, ასევე არა მარტო ძაღლების, არამედ კატების ცხვირის ანაბეჭდიც განუმეორებელია, ისევე როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. დააკვირდით ახლოდან ძაღლის ცხვირს, პატარა წვრილი ხაზებია განაწილებული მათ პატარა ცხვირზე.
         ერთ დღეს ძაღლის მფლობელმა იეჭვა, რომ მისი მოპსი იმავე ჯიშის შინაურ ბინადარს ცნობდა. პატრონის აზრით, ცხოველი ძალიან ბედნიერი იყო და სიხარულით ეთამაშებოდა ძაღლს, რომელიც მას ჰგავდა. მე მჯერა, რომ ეს სიმართლეა. ჩემი აზრით, ძაღლმა იმავე ჯიშის შინაური ბინადარი არა მხოლოდ გარეგნობით მიამსგავსა საკუთარ თავს, არამედ აღმოაჩინა ჯიშისთვის განსაკუთრებული ისეთი თავისებურებანი, რაც თავად ახასიათებს.
                                                                           ძაღლები


          ზოგი ძაღლი არის ავი. ავი ძაღლი საშიშია,  რადგან მან შეიზლება გიკბინოს, დაგკაწროს და ასაცრელი გახდები წყნარი ძაღლები ანუ ძაღლები რპმლებიც არ არიან ავები ისინი არ კბენენ პატრონს, მაგრამ შეიძლება შემთხვევით დაგჩხაპნონ. 
           ავი ძაღლი შეიძლება  ქუჩაში შეგხვდნენ და ამ დროს არ უნდა გაიქცე, ყურადღება არ უნდა მიაქციო და რამდენადაც შეძლებ გვერდი აუარო, თორემ ის გამოგეკიდება. თუ გვერდს ვერ აუვლი რამე ნივთი მიეცი და ის მას უკბენს, მერე კი ძლიერად ფეხი ცხვირში ამოარტყი და ძაღლი მიხვდდება ვინ არის უფრო ძლიერი და თავს  დაგანებებს. ვიცი რომ ეს მეთოდი სასტიკია მაგრამ ესე გადაარჩენთ თავს, მაგრამ არის  ყველაზე  უსაფრთხო  მეთოდიც ნელა ამოიღოთ ტელეფონი და პოლიციას დაურეკო, რადგან ისინი ძაღლმჭერს მოიყვანენ და კბენას ან  სხვაგვარ დაშავბებას გადაურჩებით. მაგალითად მე თუ ამგვარ სიტუაციაში აღმოვჩნდები მესამე ხერხს მივმართავ, რადგან მეორე ხერხი საშიშია და შეიძლება დაშავდე.










Wednesday, December 7, 2016

About panda

სამეფო:ცხოველები
ტიპი:ქორდიანები
კლასი:ძუძუმწოვრები
რიგი:მტაცებლები
ოჯახი:დათვისებრნი
გვარი:Ailuropoda
სახეობა:ბამბუკის დათვი


ახალშობილი პანდა
ახალშობიკლი პანდა არის ბრმა,უბეწვო დაიწონის 500 გრამზე ნაკლებს.დედა პანდას ის სულ ხე4ლში ყავს და შეუჩერებლად აქანავებს.ახალშობილი დედის რძით იკვებება და მალე იზრდება.ერთ თვეში მისი ბეწვის საფარი საგრძნობლად გაზრდილია და უკვე ემჩნევას შავი ლაქები,ორ კვირასში კი თვალებს ახელს.

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გიგანტური პანდების რიცხვი ბუნებაში კლებულობს, აღიარეს, რომ ეს ჯიში გადაშენების ზღვარზე იყო. ადრე პანდებზე ნადირობდნენ კიდეც. ამჯერად, მათი გადაშენების ძირითადი მიზეზი პანდების საბინადრო ტყეების უმოწყალოდ გაჩეხვაში მდგომარეობდა. მათ ადგილას შენდება დიდი ცივილიზებული ქალაქები და რაიონები. პანდა არის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სიმბოლო, რამაც მას ერთგვარი რეკლამა გაუკეთა, რის შედეგადაც ჩინეთის მთავრობამ სერიოზული ღონისძიებები გაატარა მათ დასაცავად.
2015 წლის მარტის მონაცემებით, ბამბუკის დათვის პოპულაცია 268 ინდივიდით, ანუ 16.8%-ით გაიზარდა, საბოლოო ჯამში კი — მათი რაოდენობა 1 864-ს შეადგენდა. 2016 წლის 4 სექტემბერს, IUNS-მ, აღნიშნული სახეობა გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღო.
გიგანტური პანდა მიეკუთვნება მცენარეჭამია ცხოველებს. მისი საყვარელი საჭმელია ბამბუკის ფოთლები, ასევე, ტოტები, ყლორტები და ფესვები. პანდა იკვებება ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ტოტების მოტეხაში კი მისი განსაკუთრებული ცერა ეხმარება. გიგანტური პანდების უმრავლესობა, დაახლოებით, 16 საათს კვებას უთმობს. მას დიდი რაოდენობით საკვები სჭირდება დასანაყრებლად. მოზრდილ პანდას დღეში 10-20 კოლოგრამი ბამბუკი სჭირდება, ზოგჯერ მეტიც. თუ სხვა ცხოველი მიღებული საკვების 80 პროცენტს ინელებს, პანდა ინელებს მხოლოდ 17 პროცენტს.
პანდა ბინადრობს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მთებში მდებარე ცივ, ნესტიან ტყეებში (აღმოსავლეთი ტიბრტი, სიჩუანი, იუნანი), 1200-4000 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი. ბამბუკის ტყეები აქ 30000 კვ. კმ.-ზეა გადაჭიმული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პანდებს დაკავებული აქვთ მხოლოდ 6000 კვ. კმ. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში, ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ. გიგანტური პანდა აქტივობას ღამით გამოხატავს. მთელ დღეს ისინი ძილში ატარებენ. ამისათვის პანდა ადგილს ირჩევს ან კლდის მიყრუებულ ადგილას, ან ხის ფუღუროში. შებინდებისას იგი იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.
პანდა ასევე პოპულარულია მულტფილმებში მაგალითად კუნგ ფუ პანდა. კუნგ ფუ პანდა ძალიან საინტერესოა და გირჩევთ უყუროთ მას ბევრი სერია აქვს.

Wednesday, November 16, 2016

About leopards

       .ლეოპაედი უნივერსალური, ლამაზი, მოქნილი, სწრაფი და გამჭრიახი მტაცებელია. ინტერნეტში მოვაგროვე ზოგადი ცნობები და ინფორმაციები მის შესახებ:
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები